Thursday, July 15, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

1.ჩემი სოფელი „უზუნდარა“

2.ამ პროქტში აღწერილი იქნება სოფლის ისტორიული დახასიათება, გეოგრაფიული მდებარეობა, ტრადიციები, წეს–ჩვეულებები, ღირსშესანიშნაობები და ა.შ.

3.ამ პროექტში მონაწილე ბავშვებმა აიღეს ინტერვიუები და გააკეთეს ჩანაწერები სოფლის უხუცესი მოსახლეობიდან სოფლის დაარსების შესახებ. „უზუნდარა“ იყო მირზაანის სოფლის მოსახლეობის კალოები. ძველად, უტრანსპორტობის გამო, ხალხი იძულებული გახდა თავიაანთი საცხოვრებელი ადგილი მიეტოვებინა და სახნავ–სათეს მიწებზე დასახლებულიყო. ასე დაარსდა სოფელი.
ამ სოფლის სახელის „უზუნდარის’’ წარმოშობის შესახებ ასეთი თქმულებაა: სოფელს ერთ მხარეს ესაზღვრება ხევი. თათრებმა მას „უზუნდარა“ დაარქვა, რაც თათრულად „გრძელ ხევს“ ნიშნავს.
ფაშისტურ გერმანიასთან გამარჯვების აღსანიშნავად სოფელს შეეცვალა სახელი და დაერქვა „გამარჯვება“.
ბავშვებმა უფროსი ასაკის მოსწავლეებთან ერთად გამოიკვლიეს სოფლის გეოგრაფიული მდებარეობა, შეისწავლეს სოფლის მახლობლად მდებარე ისტორიული ძეგლის არსებობა. უფროსებისაგან მოიძიეს აგრეთვე ამ სოფლის ტრადიციები და წეს–ჩვეულებები. ოჯახის ალბომებში აღმოაჩინეს სოფლის ძველი სკოლის სურათები. აიღეს ინტერვიუები სკოლის ასაკოვანი პედაგოგებისაგან სკოლის დაარსების, მათი მოღვაწეობისა და მიღწევების შესახებ.
.
4.მოსწავლეთა ასაკი: 10–11 წელი; 15–16 წელი.

5.ვადები. ხანგრძლივობა: 6 თვე

6.ბავშვები მუშაობდნენ როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე ჯგუფებად.

7. ბავშვებმა (10–11წ) გაიგეს თავიაანთი სოფლის ისტორია, გეოგრაფიული მდებარეობა, გაეცნენ ღირსშესანიშნაობებს. შეადგინეს ალბომები და მოაწყეს გამოფენა სოფლის ძველი და ახლანდელი სურათებით.

8.სარგებელი სხვებისათვის: ბავშვებმა ეს პროექტი შეიტანეს ინტერნეტში.
ამ პროექტის საშუალებით ადამიანი გაეცნობა ერთ–ერთი სოფლის ისტორიას.

9.სამუშაო ენა: ქართული ენა

10.მონაწილეები სხვა სკოლიდან:––––––––––––––––

11.საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია.
ბავშვებს ჩამოუყალიბდებათ კვლევის უნარ–ჩვევები, განუვითარდებათ ყურადღების კონცეტრირება და დაკვირვების უნარი. განუვითარდებათ აგრეთვე დამოუკიდებლად მუშაობის, ინფორმაციის მოძიების უნარ–ჩვევები

12.პროექტის ფასილიტატორი:მარიკა გონაშვილი

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:.marika.gonashvili@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:

15.პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი:www.marikagona.blogspot.com